Sunday, May 7, 2017

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღეს მოვაწესრიგეთ ბლოგი.ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები და გავმართეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.

Saturday, May 6, 2017

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ ჩვენი საქაღალდეებისა და პრეზენტაციების გადახედვა/შესწორებით.გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას, გამოყენებული ლიტერატურის  შაბლონს ( მარტივი) ,MLA , APA   და  შევინახეთ  საავტორო უფლებების საქაღალდეში.ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ Drive-ზე და გავაზიარეთ ბლოგზე.ტრენერს გავუგზავნეთ ჩვენი ბლოგის მისამართი.

Sunday, April 30, 2017

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის  გეგმაში დარჩენილი გრაფების შევსება.

Saturday, April 29, 2017

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს  შევავსეთ  შეფასების რუბრიკები. გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა  და შევავსეთ წინარე ცოდნისა და სასწავლო პროცედურების გრაფები.

Sunday, April 23, 2017

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის PowerPoint-ში აწყობის გაგრძელებით დავიწყეთ.აღნიშნული საკითხის დასრულების შემდეგ Drive-ში ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევარი.ბლოგზე შევქმენით ჩემი პროექტის,კონტაქტისა და სურათების გვერდები და თითოეულ მათგანში შევიტანეთ გარკვეული ინფორმაცია.შევქმენით მენიუს ზოლი.

Saturday, April 22, 2017

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.ამჯერად შევავსეთ შეფასების გეგმისა და შეფასების მოკლე მონახაზის გრაფები.გამოვიყენეთ   ელექტრონული სახელმძღვანელო.ასევე ინტერნეტში მოვძებნეთ ჩვენთვის სასურველი სურათები,რომლებიც შევინახეთ სურათების საქაღალდეში,შემდეგ  კი  ავაწყვეთ PowerPoint-ში.

Sunday, April 9, 2017

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გემაზე მუშაობა.შევავსეთ სწავლის შედეგებისა და მიმართულების მიმცემი სალკვანძო კითხვების გრაფები.გამოვიყენეთ სახელმძღვანელო.PowerPoint-ში ავაწყვეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.

Saturday, April 8, 2017

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს გავაგრძელეთ სასწავლო  პროექტის გეგმაზე მუშაობა.შევარჩიე და შევავსე პროექტის სათაური,კლასი და განვსაზღვრე პროექტის განხორციელების დრო.გავეცანით სახელმძღვანელოში სასწავლო გეგმის რესურსებს. გამოვიყენე ეროვნული სასწავლო გეგმა სტანდარტების ჩასაწერად.

Saturday, April 1, 2017

პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს გავიხსენეთ ელექტრონული ფოსტის მოხმარება.გავეცანით პროექტებით სწავლების სახელმძღვანელოსა და საქაღალდეებში  შესაბამისი  დოკუმენტების  ჩალაგებას.გავიხსენეთ  ბლოგის შექმნაც და შევქმენით ახალი ბლოგი.